სეს-მა ოზურგეთში ბაღებისთვის განკუთვნილი ვადაგასული ხორცი ამოიღო
სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ, ოზურგეთის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე, შპს „სოფოს“ მიერ ნაქირავებ ფართში ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ "გურიატვ" ავრცელებს.

სააგენტოს სამმართველოს უფროსის მანანა ერქომაიშვილის თქმით, ხორცი აჭარის ბაღებისთვის იყო განკუთვნილი.

„ეს არის შპს „სოფოს“ მიერ ნაქირავები ფართი, სადაც ხდება დაფილვა. ეს შპს ამარაგებს აჭარისა და ოზურგეთის საბავშვო ბაღებს. ამ შემთხვევაში ხორცი, რომელიც არის ვადაგასული, ეტიკეტის და საბუთების გარეშე ხვალ დილით უნდა შესულიყო აჭარის საბავშვო ბაღებში“, - აცხადებს ერქომაიშვილი.






Print
ბოლო სიახლეები