“მათი გაფუჭებელი საქმე ჩემი გასასწორებელი არ არის.“–დავით ჭიჭინაძე უარს ამბობს ხელისუფლებასთან კონსულტაციებზე
„ მე არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ისეთ კონსულტაციებში, რომელიც ოპოზიციის თამაშგარეთ დატოვებას და ხელისუფლების თამაშს გულისხმობს“ - ასე ეხმაურება პოლიტიკული მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე, „ოცნების“ ხელისუფლების მიერ დამოუკიდებებლი დეპუტატების კონსულტაციებზე მიწვევის ფაქტს.

„ „ქართული ოცნება“ ხვდება, რომ პრაქტიკულად ყველა ხიდი ჩატეხა ოპოზიციასთან, ვისთანაც სხვადასხვა ევროპელი დიპლომატების მეშვეობით საუბრობდა და ამიტომ ცდილობს დღეს მსგავსი კონსულტაციების ორგანიზებას. მაგრამ მე არ ვთვლი, რომ დამოუკიდებელი დეპუტატები უნდა გახდნენ ვიღაცის ან რაღაცის ჩამნაცვლებლები.

ეს „ოცნების“ პრობლემაა. დეპუტატისთვის კი, დამაფიქრებელი და წყალგამყოფი უნდა გახდეს მათი გადაწყვეტილება.

ამას გარდა, ყოველთვის ვამბობდი, რომ „ქართული ოცნება“, დღეს, დაკომპლექტებულია ყოფილი „ნაცებით“ , ამიტომ თუ რამეს ერთმანეთში ვერ იყოფენ, ვუსურვებდი ისევ ერთმანეთში მოგვარდნენ. ჩემი ადგილი კი, მათ მოლაპარაკებაში ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ, მათი გაფუჭებელი საქმე ჩემი გასასწორებელი არ არის.“– აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნება მას შემდეგ, რაც გიგი უგულავას დაპატიმრების გამო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე უარი თქვა, მათ მიერ შეთავაზებული 100/50–ზე პრინციპის მისაღებად კონსულტაციებისთვის იმ დეპუტატებს ეპატიჟება, რომლებიც წარსულში ქართული ოცნების წევრები იყვნენ. სწორედ მათი დახმარებით აპირებს ოცნება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას.



Print
ბოლო სიახლეები