ველოდებით ივანიშვილს, გაგვცეს პასუხი-მოკლული პოლიციელის ოჯახის ხმაურიანი პროტესტი (ვიდეო)
ხმაური ბათუმის საქალაქო სასამართლოში სოფელ მუხაესტატეს პოლიციის სამმართველოს უფროსის მკვლელობაში ბრალდებულისთვის 20 წლიანი სასჯელის გამოცხადებას მოყვა. მოკლული ბუტა ანთაძის ოჯახის წევრები მსჯავრდებულ, ბესიკ ტაკიძისთვის უვადო პატიმრობის მისჯას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ გამოტანილი განაჩენი არაადეკვატურია.

ანთაძის ოჯახის წევრებმა ბათუმში სასამართლოს შენობიდან მახინჯაურში, გვირაბთან მისასვლელ გზასთან გადაინაცვლეს და მოძრაობა ჩაკეტეს. მათ აინტერესებთ, რატომ მოხდა პოლიციელის მკვლელობა იმ დროს, როცა სამართალდამცველებს ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადასარგავად მორიგი ხე გადაჰქონდათ. მოკლულის ოჯახის წევრები ბიძინა ივანიშვილთან და გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ.

მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი მურად ანთაძე 2018 წლის ივნისში მოკლეს. ის თანასოფლელმა ბესიკ ტაკიძემ ზურგის არეში ცივი იარაღით მაშინ დაჭრა, როცა ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარადან მუხაესტატეს გზის გავლით, ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში ხის ტრანსპორტირება ხდებოდა. მურად ანთაძე, ადგილზე ქობულეთის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა და სწორედ ამ დროს ის სასიკვდილოდ დაჭრეს. 

Print
ბოლო სიახლეები