"3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაც გაუჭირდება"-კობახიძე "დაიცავი საქართველოს" შესახებ
"3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაც გაუჭირდება"-  –  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ახალი პოლიტიკური გაერთიანება "დაიცავი საქართველოს" შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თუ გაჯანსაღდება ოპოზიციური სპექტრი, მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას, თუმცა ასეთი სახეებით, ბუნებრივია, ვერც ერთი პარტია ვერ შეიტანს წვლილს დემოკრატიული სისტემების განვითარებაში. ზოგად სურათს თუ ნახავდით, ლიდერებს, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ დარბაზში, აშკარაა, რომ ამ გაერთიანებას ძალიან გაუჭირდება 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუს პროცენტებით იწყებ, ამ სახეებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, 3 პროცენტამდე ასვლა არის ძალიან რთული. ძალიან ხშირად ჭარბობს ხოლმე სუბიექტური ინტერესები, როდესაც ასეთ პროცესებს ვაკვირდებით. ამის ნაკლებობა იქ არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


Print
ბოლო სიახლეები