ორი არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებისთვის მამაკაცს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცი წლების განმავლობაში ორ არასრულწლოვან გერთან ძალადობის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა. სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი გერების გაუპატიურებაში ბრალდებული გ.ფ დამნაშავედ ცნო. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ, გ.ფ წლების განმავლობაში ძალადობის გამოყენებით სექსუალურ კავშირს ამყარებდა ორ არასრულწლოვან გერთან.

სამართალდამცველებმა გ.ფ თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ფ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


Print
ბოლო სიახლეები