16-18 აპრილს საქართველოში ამინდი გაუარესდება
16-18 აპრილს  საქართველოში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების გაუარესება, წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი,  17-18 აპრილს ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე კი 3 – 4 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი. საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელია საშიშ ნიშნულს მიაღწიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print
ბოლო სიახლეები