ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში ხანძარია
კოსტავას ქუჩაზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში ხანძარია. თვითმხილველების ინფორმაციით შენობაში ძლიერი კვამლია.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები მუშაობენ.

ადგილზე მყოფი სტუდენტების ინფორმაციით, ხანძარი მასშტაბური არ არის და მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება შეძლეს.






Print
ბოლო სიახლეები