კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე ოჯახთან ერთად მივიდა(ფოტოები)
დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე ოჯახთან ერთად მივიდა და საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.


"ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც გაჯერებულია ეროვნული სიამაყის და ერთიანობის განცდით.

101 წლის წინ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რომელიც მალევე დავკარგეთ და მხოლოდ 70 წლის შემდეგ შევძელით მისი დაბრუნება ეროვნული მოძრაობის გმირების და ქართველი ხალხის ერთიანი ძალისხმევის, ბრძოლის და მსხვერპლის შედეგად.

დამოუკიდებლობა პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომელიც ჩვენმა თაობამ, ჩვენი მშობლების თაობამ 28 წლის წინ აიღო.

სახელმწიფოსა და თითოეული ადამიანის წინაშე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს დამოუკიდებულობა. დამოუკიდებლობა სწორედ თავისუფალი ნების და პასუხისმგებლობის ნაზავია.

ჩვენი დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, წინ გვიდევს დიდი გზა, რომელიც გადის დემოკრატიულ ღირებულებებზე, ეკონომიურ განვითარებაზე, განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებაზე. სწორედ ამ გზით უნდა გავხდეთ და გავხდებით კიდეც ევროპის ნაწილი",-განაცხადა კალაძემ.



Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა


რეკლამა