მანჰეტენის ცენტრში 26 მაისთან დაკავშირებით საქართველოს დროშა აღმართეს
ნიუ იორკში, მანჰეტენზე, ფინანსურ  კვარტალში ბოულინგ გრინის სკვერში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ამერიკის დროშასთან ერთად საქართველოს დროშა აღმართეს. ვიდეოს ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი, ნინუკა ბორჩხაძე ფეისბუქზე აქვეყნებს.

ეს ადგილი ტურისტებს შორის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარულია, რადგან სწორედ აქ არის ნიუ იორკელი ბრინჯაოს ხარის 3200 კილოგრამიანი სკულპტურა. მასთან ფოტოს გადასაღებად ტურისტები მუდმივად რიგში დგანან. ხარი ნიუ იორკის და უოლ სტრიტის სიმბოლოა და ხანდახან იმაზეც კამათობენ, რომელი უფრო პოპულარულია – თავისუფლების ქანდაკება თუ ბრინჯაოს ხარი.




Print
ბოლო სიახლეები