დიდი ცვლილებები იქნება მთავრობაში-ლელა კაკულიას პოლიტიკური პროგნოზი
ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება,ახალი ძალებით შეივსება  ქართული პოლიტიკა-ლელა კაკულია პოლიტიკური პროგნოზს აკეთებს და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ყველაფერი კოსმოსში წყდება.

"ძალიან მალე ყველაფერი შეიცვლება საქართველოს და ქართველი ხალხის სასიკეთოდ,დამშვიდდით, ნერვებს მოუფრთხილდით, იმ პერიოდს რასაც საქართველო გადის ასჯერ ნაწინასწარმეტყველები მაქვს. რასაც ეხლა მსოფლიო გადის ჩვენ სწრაფად გავივლით იმ რთულ პერიოდს.. საქართველო გამოძვრება ამ რთული პოლიტიკური თამაშიდან, გა-და-ვრჩე-ბით"-აცხადებს ლელა კაკულია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვიდეო მიმართვაში.

ლელა კაკულია დავით გარეჯის ირგვლივ არსებულ ვითარებაზეც აკეთებს პროგნოზებს და ამბობს, რომ აზერბაიჯანს არაფერი გამოუვა და საქართველო დაკარგულ ტერიტორიებსაც დაიბრუნებს.

Print
ბოლო სიახლეები