17 წლის ბიჭს, რომელსაც ბრალად პოლიციის მანქანის გატაცება ედება პატიმრობა შეეფარდა
არასრულწლოვანს რომელსაც სამართალდამცველები პოლიციის მანქანის გატაცებაში ადანაშაულებენ პატიმრობა შეეფარდა.

17 წლის ბიჭს  ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი - პოლიციის მანქანის ძარცვა და ძარცვის მცდელობა.

შსს-ში ამტკიცებენ, რომ არასრულწლოვანი დანაშაულის ჩადენის დროს ნასვამი იყო, თუმცა დღეს გამოქვეყნებული  ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა. 

შემთხვევა 10 ივნისს მოხდა,  შსს-ს ინფორმაციით, არასრულწოვანმა გორში, გურამიშვილის ქუჩიდან, სამართალდამცავების ავტომობილი  გაიტაცა. ის გადაჭარბებული სიჩქარით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ავტომაგისტრალზე მოძრავ „ფორდ ტრანზიტს“ შეეჯახა. ავარიის შემდეგ მან მანქანა მიატოვა და ადგილიდან მიიმალა.

არასრულწლოვანი სამართალდამცველებმა შემთხვევიდან რამდენიმე საათში, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ორ­თა­შენ­ში და­ა­კა­ვეს.
Print
ბოლო სიახლეები