ახალი პროექტით, მშობლებს შეუძლიათ ეკრანზე გააკონტროლონ როგორ მზადდება საკვები ბაღში


თბილისის 10 ახალ საბავშვო ბაგა-ბაღში ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივით, საპილოტე პროექტი განხორციელდა. 

"პროექტის ფარგლებში ათივე ბაღის სამზარეულო ბლოკის შესაბამის წერტილებში დამონტაჟდა ვიდეოკამერები, რომლითაც გამოსახულება შენობის ცენტრალურ შესასვლელში დამონტაჟებულ ეკრანზე გადაიცემა.

აღსაზრდელების მშობლებს შეუძლიათ ეკრანზე გააკონტროლონ დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ თავად ნახონ თუ რა პირობებში მზადდება საკვები მათი შვილებისათვის 

პროექტი ბავშვთა კვების თაობაზე მშობელთა ინფორმირებულობის ზრდას ისახავს მიზნად"-ნათქვამია ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციაში.

ჯერჯერობით ცვლილება მხოლოდ 10 ბაღს შეეხო ესენია თბილისის 73-ე, 67-ე, 53-ე , 57-ე, 56-ე, 38-ე, 49-ე, 44-ე, 68-ე და ბაღი  "ხუთკუნჭულა". 

პროექტის განხორციელება  მომავალში, თბილისის  სხვა ბაღებშიც  იგეგმება.





Print
ბოლო სიახლეები