“სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ ლგბტ ადამიანებს, ვისაც სჯიან, აპატიმრებენ...“–დონალდ ტრამპი
ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამბი “პრაიდის თვესთან“ დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და ლგბტ ადამიანებს სოლიდარობას უცხადებს. ტრამპის განცხადება საქართველოში აშშ–ს საელჩომ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

„ლგბტ პრაიდის თვეს ჩვენ ვზეიმობთ და მივესალმებით ლგბტ ადამიანების განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი დიდი სახელმწიფოს წინაშე. მოდით, სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ იმ უამრავ ლგბტ ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც სჯიან, აპატიმრებენ და სიკვდილსაც უსჯიან სექსუალური ორიენტაციის გამო.

ჩემმა ადმინისტრაციამ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის გლობალური კამპანია დაიწყო და ვიწვევთ ყველა სახელმწიფოს, შემოგვიერთდნენ ამ ძალისხმევაში!“ - აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Print
მსგავსი სიახლე

რუსთავი2–ის ვებგვერდზე, რომელიც
20 აგვისტოს, ანუ არხიდან კურიერის გუნდის წამოსვლის შემდეგ 
შემდეგ რამდენიმე კვირის მანძილზე აღარ განახლებულა, ინფორმაციების
განთავსება ბოლო რამდენიმე დღეა დაიწყო. დღეს კი გვერდიდან
გადაცემების ჩამონათვალში ყველა ძველი გადაცემა და ძველი არქივიც
წაშლილია. დარჩენილია მხოლოდ თორმეტი გადაცემა.
ძველი ჩანაწერები კი აღარ იძებნება.

გადაცემების ჩამონათვალში
კურიერის, დილის და შუადღის გადაცემების, პროფილის, კომედი შოუს,
ფარული კონვერტის, სპორტის საათის, დოკუმენტური ფილმების ციკლის,
გააცინე და მოიგე–ს გარდა მითითებულია გადაცემა ფორბსის კვირა,
რომელსაც რუსთავი2–სთვის გიორგი ისაკაძის გუნდი ამზადებდა.
ჩამონათვალშია გვიანი შოუც, რომელიც ილო ბეროშვილს და ნიკა გრიგოლიას
მიჰყავდათ. ისინი მთავარ არხზე გადავიდნენ, თუმცა თავად გადაცემა
რუსთავი2–ის საკუთრებაა და ის სავარაუდოდ სხვა წამყვანებთან ერთად
გაგრძელდება.
13:55 / 15.09.2019

რუსთავი2–ის ვებგვერდზე, რომელიც 20 აგვისტოს, ანუ არხიდან კურიერის გუნდის წამოსვლის შემდეგ  შემდეგ რამდენიმე კვირის მანძილზე აღარ განახლებულა, ინფორმაციების განთავსება ბოლო რამდენიმე დღეა დაიწყო. დღეს კი გვერდიდან გადაცემების ჩამონათვალში ყველა ძველი გადაცემა და ძველი არქივიც წაშლილია. დარჩენილია მხოლოდ თორმეტი გადაცემა. ძველი ჩანაწერები კი აღარ იძებნება.

გადაცემების ჩამონათვალში კურიერის, დილის და შუადღის გადაცემების, პროფილის, კომედი შოუს, ფარული კონვერტის, სპორტის საათის, დოკუმენტური ფილმების ციკლის, გააცინე და მოიგე–ს გარდა მითითებულია გადაცემა ფორბსის კვირა, რომელსაც რუსთავი2–სთვის გიორგი ისაკაძის გუნდი ამზადებდა. ჩამონათვალშია გვიანი შოუც, რომელიც ილო ბეროშვილს და ნიკა გრიგოლიას მიჰყავდათ. ისინი მთავარ არხზე გადავიდნენ, თუმცა თავად გადაცემა რუსთავი2–ის საკუთრებაა და ის სავარაუდოდ სხვა წამყვანებთან ერთად გაგრძელდება.
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook
რეკლამა


რეკლამა