მიშელ პლატინი დააკავეს


უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი დააკავეს.

უეფას ყოფილ პრეზიდენტს  ბრალი კორუფციაში მონაწილეობისთვის ედება. საქმე ეხება 2022 წელს ყატარში ჩასატარებელ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს.

პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება 2016 წელს დაიწყო.პლატინიმ აღიარა რომ  2010 წლის 2 დეკემბერს,  ხმა ყატარს მისცა. პროკურატურის მტკიცებით, პლატინიმ ამ ხმის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხა მიიღო.

მიშელ პლატინი უეფას პრეზიდენტი  2007-2015 წლებში იყო.


Print