რამდენად სუფთაა თბილისის ზღვა და კუს ტბა-კვლევის შედეგები

 


რამდენად სუფთაა თბილისის ზღვა და კუს ტბა- გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მაისის თვეში კუს ტბისა და თბილისის ზღვის წყლის ხარისხის დასადგენად სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში განისაზღვრა 29 კომპონენტი, მათ შორის 26 ქიმიური და 3 მიკრობიოლოგიური პარამეტრი.

პარამეტრზე კვლევები გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში განხორციელდა.

ჩატარებული ანალიზების შედეგების მიხედვით, კუს ტბისა და თბილისის ზღვის სინჯებში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ დაფიქსირებულა.


 

Print