12 წლის ქართველმა ბიჭმა უკრაინულ "Voice"-ში გაიმარჯვა



12 წლის ქართველმა ბიჭმა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა უკრაინულ მუსიკალურ კონკრუს საბავშვო "Voice"-ში გაიმარჯვა.

ალექსანდრე ზაზარაშვილმა პროექტში გამოჩენისთანავე ფურორი გამოიწვია. მან ე.წ. ბრმა მოსმენის დროს სიმღერა "All by myself" შეასრულა და ჟიურის ყველა წევრი შემოატრიალა. აცრემლებული ჟიური ბიჭის ვოკალურმა შესაძლებლობებმა აღაფრთოვანა.

ალექსანდრე ზაზარაშვილი სოფელ რუისიდან არის. დედა დიასახლისია, მამა ტაქსის მძღოლი. ოჯახში ექვსი ბავშვია. ფინალში მან ნინო ქათამაძის სიმღერა “ქუჩაში ერთხელ“ შეასრულა.


Print
ბოლო სიახლეები