ნიკა გვარამია "რუსთავი 2-ის" გენერალურ დირექტორად რჩება
ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად რჩება.

სამაუწყებლო კომპანიის პარტნიორთა სხდომამ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნინო ნიჟარაძის მოთხოვნას გვარამიას გათავისუფლების შესახებ მხარი არ დაუჭირა.

ნიჟარაძის მხარის ადვოკატის განმარტებით, დირექტორის გადადგომის ერთ-ერთი არგუმენტი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაა, მისი თქმით, ნიჟარაძის აზრით ის განცხადება რაც გაბუნიამ გააკეთა არხისთვის საზიანოა.

"მოსალოდნელი რაც იყო ის შედეგი მივიღეთ დომინანტი პარტნიორების მხრიდან იყო აბსოლუტური ერთსულოვნება ყველა საკითხზე. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ის სარედაქციო პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც მოხდა იმ განცხადების გაკეთება რა განცხადების გაკეთებაც მოხდა, ვსაუბრობ გაბუნიას ინციდენტზე იყო კომპანიისთვის საზიანო, საზოგადოების ნდობის დაკარგვის საფუძველი, ამას უნდა მოჰყოლოდა კომპანიის ხელმძღვანელის გადადგომა, არავინ მხარი არ დაგვიჭირა, მათ ჩათვალეს რომ პირიქით რეიტინგმა მოიმატა"-განაცხადა ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა.

კენჭისყრაზე მოთხოვნას თავად 9 %-იანი წილის მფლობელის გარდა არავინ არ დაეთანხმა.
Print
ბოლო სიახლეები