12 დირექტორისთვის მერიას 288 000 ლარის გადახდა დაევალა
12 დირექტორისთვის მერიას 288 000 ლარის გადახდა დაევალა- ამის შესახებ ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა.


"მე - 4 წელია, რომ ვდაობთ ბაღის დირექტორების უკანონო გათავისუფლებაზე - დღეს, სასამართლო პროცესიც მოვიგეთ და 12 დირექტორისთვის მერიას 288 000 ლარის გადახდა დაევალა, გილოცავთ ქალბატონებო"-წერს ხაბეიშვილი საკუთარ ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, საბავშვო ბაღის 12 დირექტორი მერიის შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე 2016 წლის მარტში გაათავისუფლეს. ამის გამო  დირექტორებმა კოლექტიური სარჩელი შეიტანეს. ისინი სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდნენ.



Print
ბოლო სიახლეები