"სანამ კაკისთვის ტალახის სროლას გადაწყვეტთ, სარკეში ჩაიხედეთ და თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი"-ნინო წილოსანი


"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი თანაპარტიელის განცხადებაზე საზოგადოების უარყოფით გამოხმაურებას სოციალურ ქსელში პასუხობს.


"მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთი უსირცხვილო პოლიტიკოსის აბსოლუტურად აზრს მოკლებულ კომენტარს აკაკი ზოიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემი კოლეგა და მეგობარი კაკი ზოიძე არის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული, მონდომებული და ქვეყნის ერთგული ადამიანი, რომლის ყოფნა საქართველოს პარლამენტში არის უმნიშვნელოვანესი.

როგორ ბედავენ ის უსირცხვილო პოლიტიკოსები აკაკი ზოიძის განცხადების არსი დაამახინჯონ და თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენონ, იმ ინტერესების სასარგებლოდ , რომელიც ყველასათვის კარგად ცნობილია რამდენად ეგოისტურ და პიროვნულ სარგებელს უკავშირდება და უკავშირდებოდა წლების მანხილზე .

სანამ კაკისთვის ტალახის სროლად გადაწყვეტთ, სარკეში ჩაიხედეთ და თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი , რომელშიც ასე ღრმად ხართ ჩაფლული, იქნებ ნაკლებ შეგაწუხოთ სუნმა." დაწერა წილოსანმა.


შეგახსენებთ, აკაკი ზოიძემ ტელეკომპანია “პირველის“ ეთერში განცხადება გააკეთა და პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებს მეხუთე კოლონა უწოდა.

"არანაირი მოქალაქეები, ესენი არიან მტრები და მეხუთე კოლონა. აი, მაგი არის თავზე ხელს, რომ უსვამთ. რა მოქალაქეები წარმოიდგინეთ, რისი გულისთვის აკეთებენ ამას“- განაცახდა ზოიძემ.

მოგვიანებით მან ეს განცხადება სოციალურ ქსელში განმარტა.

“ყოველგვარი ორაზროვანების თავიდან ასაცილებლად თუ რა ვთქვი პოლიტმეტრში:

ნაციონალური მოძრაობა არის მეხუთე კოლონა და ამ ქვეყნის მტერი, და ისინი უნდა მკვეთრად გავმიჯონოთ იმ ახალგაზრდებისგან რომელიც დგანან და ასევე მოითხოვენ გახარიას გადადგომას”, - დაწერა აკაკი ზოიძემ. 

Print