რუსეთში საბავშვო ბანაკში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთში ხაბაროვსკის რეგიონში საბავშვო ბანაკში გაჩენილ ხანძარს, ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

4-დან 3 ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ისინი კომატოზური მდგომარეობით რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

ტრაგედიის დროს კარვებში 189 ბავშვი იმყოფებოდა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი საბავშვო ბანაკში ღამით გაჩნდა, როცა ბავშვებს ეძინათ. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.
Print
ბოლო სიახლეები