ადგილზე, სადაც ლიფტი მოწყდა, ჟურნალისტებს ქვები დაუშინეს


მშენებარე კორპუსთან, სადაც რამდენიმე საათის წინ, ლიფტი ჩავარდა  და მასში მყოფი ხალხი დაშავდა,  შემოსაზღვრულ ტერიტორიის მიღმა მყოფმა მოქალაქეებმა, ჟურნალისტებსა და ოპერატორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. პირველი არხის ოპერატორს კი თავში ქვა მოხვდა. კადრები აჭარის ტელევიზიამ პირდაპირ ეთერში გადაიღო, ჟურნალისტის ინფორმაციით, ქვებს კომპანიის წარმომადგენლები ისროდნენ.

ადგილზე ამ წუთებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცავები  იმყოფებიან..

შეგახსენებთ, დღეს ბათუმში, აღამაშენებლის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსში ლიფტი ჩამოვარდა, რომელშიც  6 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულები საავადმყოფოში იმყოფებიან.

კორპუსს კომპანია ''გრანდ სითი აშენებს. 



Print
ბოლო სიახლეები