იმედი მაქვს, "რუსთავი 2-ის" შემდეგ არ დადგება "ტვ პირველის" ჯერი - ნატა ძველიშვილი
"ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" აღმასრულებელი დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ "ტვ პირველის" მფლობელის გამოკითხვაზე დაბარება არხის სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენს.

„იმედი მაქვს, რომ ეს გამოკითხვა არ უკავშირდება რაიმე თვალსაზრისით მაინც "ტვ პირველს" და გავლენას არ იქონიებს "ტვ პირველის" მუშაობაზე ნებისმიერი ფორმით. არ აქვს მნიშვნელობა, მეტად თუ ნაკლებად. იმედს გამოვთქვამ, რომ "რუსთავი 2-ის" შემდეგ არ იქნება "ტვ პირველის" ჯერი და ეს მაუწყებელი მაინც გააგრძელებს დამოუკიდებლად მუშაობას. "რუსთავი 2-ის" საქმემ პრაქტიკულად გვაჩვენა, რომ როდესაც არსებობს პოლიტიკური ინტერესი, ყველანაირი ხერხი შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ეს ინტერესი იყოს მიღწეული. ამიტომაც ტვ პირველის შემთხვევაშიც დამოუკიდებული იქნება ყველაფერი იმაზე რა გათვლა და მიზანი აქვს ხელისუფლებას,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ტვ პირველის" მფლობელი, ვატო წერეთელი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განაცხადა. ვატო წერეთელი აღნიშნავს, რომ პროკურატურაშია დაბარებული, თუმცა ამბობს, რომ კითხვებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს. მისი გამოკითხვა სავარაუდოდ, 8 აგვისტოს მოხდება.
Print
ბოლო სიახლეები