ბაღდათში, ავარიის დროს დაშავებული მეორე ახალგაზრდაც გარდაიცვალა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მეორე ახალგაზრდაც გარდაიცვალა.

19 წლის ბიჭი, რომელიც მოტოციკლს მართავდა ადგილზე დაიღუპა, მისი თანმხლები კი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.


შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა, ბაღდათის ცენტრში „ბეემვეს" მარკის ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


Print
ბოლო სიახლეები