ავარიის შედეგად დაშავებული 17 წლის მოტოციკლისტი კლინიკაში გარდაიცვალა

ავარიის შედეგად დაშავებული 17 წლის მოტოციკლისტი კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბში მოხდა, კუსტარულად აწყობილი მოტოციკლი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, რა დროსაც მძღოლმა მძიმე  დაზიანებები მიიღო.

ავარიის შედეგად დაშავებული 17 წლის ახალგაზრდა კლინიკა „გორმედში“ გადაიყფვანეს.პაციენტს რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა გადაუდებელი ოპერაცია და რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა, ტრავმების ხარისხიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
Print
ბოლო სიახლეები