შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 4 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის  4 პირი  დააკავა, მათ  შორის 2 ნარკორეალიზატორი, - ამის შესახებ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ჰყიდდნენ. სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებები საკონტროლოდ შეისყიდეს და ისინი ფარულად, ვიდეო და აუდიო სისტემით ჩაიწერეს. ასევე, პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკები ნივთმტკიცებად ამოიღო.

"პოლიციამ დაკავებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება “სუბუტექსის” 1002 აბი, 164 ნატეხი და დაფხვნილი ნარკოტიკი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ნარკოდანაშაულისთვის, ასევე, კიდევ ერთი პირია დაკავებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მდმა”-ს შემცველი 293 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გარდა ამისა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი ნარკორეალიზატორი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკებს სისტემატურად ყიდდნენ. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა განახორციელეს. ასევე, პოლიციამ მათ მიერ გაყიდული ნარკოტიკები ნივთმტკიცებად ამოიღო“, – განაცხადა ჭელიძემ.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს.
Print
ბოლო სიახლეები