"საკანში არც ინტერნეტი მაქვს და არც ტელევიზორი"-ვინ წერს პოსტებს ოქრუაშვილის მაგივრად
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მისი ფეისბუქპოსტების შესახებ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხობს. ოქრუაშვილი აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში მის ნაცვლად ტექსტებს მისი მეგობარი დებს.

"რადგან ციხეში ყოფნისას დადებულმა ჩემმა პოსტებმა ლოგიკური კითხვა გააჩინა- არის თუ არა ეს ჩემი პოსტები, მარტივად გეტყვით , რომ ციხიდან დროდადრო ჩემს მიერ გამოგზავნილ ტექსტებს ჩემი ერთ-ერთი მეგობარი დებს, ამის გამო კომენტარებზე არავის ვპასუხობ.
საკანში არც ინტერნეტი მაქვს და არც ტელევიზორი. ასე რომ , ნუ იფიქრებთ განსაკუთრებული პირობები მაქვს შექმნილი"- წერს ოქრუაშვილი.


Print
ბოლო სიახლეები