ნიკა ლალიაშვილმა "იმედზე" გასული სკანდალური ფილმის ავტორი დაასახელა
ტელეკომპანია "იმედზე" გასულ სკანდალურ ფილმზე, რომელსაც  ოპოზიციის მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა, კომენტარი არხის გენერალური  დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა გააკეთა. ლალიაშვილმა განაცხადა, რომ ფილმის პროდიუსერი თავად არის, ავტორი კი მერაბ მამარდაშვილია.

„პროდიუსერი ვარ მე. ეს რეპორტაჟი დამზადდა ჩემს მიერ, ჩემი პროდუსინგის ქვეშ. ჩემი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს იმის გამო, რომ სიმართლეს აყენებდა ყველაფერზე მაღლა. ფილმის ავტორი არის ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილის ავანტიურას. ამ ფილმის ავტორი არის დევნილები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ ავანტიურის და ბოლოს, ამ ფილმის ავტორი არის ქართული საზოგადოება რომელმაც მშვენივრად იცის ყველაფერი და რომელსაც 11 წელი უკრძალავდნენ უბრალოდ სიმართლის თქმას. აღებული არის ის დოკუმენტები რომელსაც ხელს აწერდა მათ შორის სააკაშვილის ხელისუფლებაც. აღებული არის ევროსაბჭოს დასკვნები. ის ადამიანები არიან გამოყვანილი ვინც ლაპარაკობენ იმ პერიოდზე და არიან თვითმხილველები ამ ყველაფრის.“ - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

ტელე იმედზე გასულ ფილმზე მასალა mediachecker​-მა გამოაქვეყნა. "უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი -ერთში იმეორებს" - ასე აფასებს მედიაჩეკერი ფილმს.

„ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას”-წერს მედიაჩეკერი.

ოპოზიციამ აღნიშნული ფილმი რუსული პროპაგანდის ნაწილად და პუტინის  დაკვეთის შესრულებად შეაფასა. დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ტელეკომპანია "იმედს" ფილმის ავტორის ვინაობის გასაჯაროება მოსთხოვა.

Print
მსგავსი სიახლე

რუსთავი2–ის ვებგვერდზე, რომელიც
20 აგვისტოს, ანუ არხიდან კურიერის გუნდის წამოსვლის შემდეგ 
შემდეგ რამდენიმე კვირის მანძილზე აღარ განახლებულა, ინფორმაციების
განთავსება ბოლო რამდენიმე დღეა დაიწყო. დღეს კი გვერდიდან
გადაცემების ჩამონათვალში ყველა ძველი გადაცემა და ძველი არქივიც
წაშლილია. დარჩენილია მხოლოდ თორმეტი გადაცემა.
ძველი ჩანაწერები კი აღარ იძებნება.

გადაცემების ჩამონათვალში
კურიერის, დილის და შუადღის გადაცემების, პროფილის, კომედი შოუს,
ფარული კონვერტის, სპორტის საათის, დოკუმენტური ფილმების ციკლის,
გააცინე და მოიგე–ს გარდა მითითებულია გადაცემა ფორბსის კვირა,
რომელსაც რუსთავი2–სთვის გიორგი ისაკაძის გუნდი ამზადებდა.
ჩამონათვალშია გვიანი შოუც, რომელიც ილო ბეროშვილს და ნიკა გრიგოლიას
მიჰყავდათ. ისინი მთავარ არხზე გადავიდნენ, თუმცა თავად გადაცემა
რუსთავი2–ის საკუთრებაა და ის სავარაუდოდ სხვა წამყვანებთან ერთად
გაგრძელდება.
13:55 / 15.09.2019

რუსთავი2–ის ვებგვერდზე, რომელიც 20 აგვისტოს, ანუ არხიდან კურიერის გუნდის წამოსვლის შემდეგ  შემდეგ რამდენიმე კვირის მანძილზე აღარ განახლებულა, ინფორმაციების განთავსება ბოლო რამდენიმე დღეა დაიწყო. დღეს კი გვერდიდან გადაცემების ჩამონათვალში ყველა ძველი გადაცემა და ძველი არქივიც წაშლილია. დარჩენილია მხოლოდ თორმეტი გადაცემა. ძველი ჩანაწერები კი აღარ იძებნება.

გადაცემების ჩამონათვალში კურიერის, დილის და შუადღის გადაცემების, პროფილის, კომედი შოუს, ფარული კონვერტის, სპორტის საათის, დოკუმენტური ფილმების ციკლის, გააცინე და მოიგე–ს გარდა მითითებულია გადაცემა ფორბსის კვირა, რომელსაც რუსთავი2–სთვის გიორგი ისაკაძის გუნდი ამზადებდა. ჩამონათვალშია გვიანი შოუც, რომელიც ილო ბეროშვილს და ნიკა გრიგოლიას მიჰყავდათ. ისინი მთავარ არხზე გადავიდნენ, თუმცა თავად გადაცემა რუსთავი2–ის საკუთრებაა და ის სავარაუდოდ სხვა წამყვანებთან ერთად გაგრძელდება.
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook
რეკლამა


რეკლამა