რუსთავი2 მარინა ბერიძემაც დატოვა
რუსთავი2 ტელეკომპანია არხის მუსიკალური შოუების პროდიუსერმა და ხელმძღვანელმა, მარინა ბერიძემ დატოვა. მარინა ბერიძე წლების მანძილზე რუსთავი2–ის მუსიკალური მეგა შოუების ჟიურის წევრი, ბოლო პერიოდში კი გადაცემა სხვა შუადღეში მუსიკალური რუბრიკის ხელმძღვანელი იყო. 

თანამშრომლების მასობრივი წასვლა რუსთავი2–დან ორშაბათს დაიწყო. ტელეკომპანიის დირექტორმა, პაატა სალიამ თანამდებობიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, წამყვანები: ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი. ამის შემდეგ სამსახური დატოვეს კურიერის წამყვანებმა და საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების და პროდიუსერების უმრავლესობამ, შაბათის შუადღის და კვირის შუადღის წამყვანებმა. თანამშრომელთა ნაწილი შვებულებაშია და სავარაუდოდ მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ გაირკვევა, კიდევ ვინ დატოვებს რუსთავი2–ს და ვინ დარჩება ქიბარ ხალვაშის არხზე სამუშაოდ.

Print
ბოლო სიახლეები