რუსთაველზე ვერტმფრენი გამოჩნდა-"ფორსაჟის" გადაღებებში ავიაცია ჩაერთო (ვიდეო)
რუსთაველზე ვერტმფრენი გამოჩნდა. "ფორსაჟის" გადაღებებში როგორც დაგეგმილი იყო   უკვე ავიაცია ჩაერთო.

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ბელგიურ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების (სატელევიზიო და კინოგადაღების ჩატარება) წარმოების ნებართვა 2019 წლის 26 აგვისტოს მიანიჭა. სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების და სპეციალისტების მიერ ადგილზე დათვალიერდა სპეციალურად მოწყობილი ასაფრენ-დასაფრენი მოედანი და საფრენი ლოკაციები. ასევე გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა ტექნიკურ ჯგუფთან და ვერტმფრენის პილოტებთან.

აგვისტოს დასაწყისში, ამავე ფილმის საჰაერო გადაღებებისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი 8 ერთეული უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა და სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის ნებართვა მიენიჭა.“ - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.

ჰოლივუდური ფილმის Fast and Furious 9 („ფორსაჟი 9“) გადაღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის - „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

Print
ბოლო სიახლეები