"ჩვენ ვდგავართ იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის"-მამუკა ხაზარაძე


"ჩვენ ვდგავართ იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის, ბოლო კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის და სწორედ აქედან უნდა ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცდეს ჩვენი ვექტორი დასავლეთისკენ"- ამ სიტყვებით დაიწყო მამუკა ხაზარაძემ საკუთარი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში. 

"ჩვენ ვართ ადამიანები სხვადასხვა სფეროდან,  პროფესიონალები, რომლებიც წარმატებით ვუძღვებოდით საქმეს, ვქმნიდით სამუშაო ადგილებს, ჩვენ ვიხდიდით გადასახადებს, მაგრამ ჩვენ შეგვკრიბა აქ სხვა რეალობამ, საქართველო დღეს განსაკუთრებით საჭიროებს იმ ადამიანების ერთობას, რომლებმაც შექმენს ცალცალკე სხვადასხვა სფეროში შექმნეს წარმატების ისტორია,სად აღმოვჩნდით ბოლო 30 წლის განმავლობაში,  რატომ ვართ სულ მოჯადოებულ წრეში, საქართველომ ბევრი რამე დაკარგა, დაკარგა ტერიტორიები,ვერ გაიმარჯვა ეკონომიკურ წინსვლაში,  კარგავს ინვესტიციებს, რაც მთავარია კარგავს თავის ხალხს,ხალხი რომელიც გადის ქვეყნიდან.  მე მესმის იმ ადამიანების, როდესაც ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო ეკონომიკურად და მათ  დატოვეს ქვეყანა"-განაცხადა ხაზარაძემ.
Print
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook
რეკლამა


რეკლამა