საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრების სია
მამუკა ხაზარაძის მიერ დღეს დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" რამდენიმე წევრის ვინაობა საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით "ლელოს" წევრების სია ასე გამოიყურება: 

ანა ნაცვლიშვილი - იურისტი, საია–ს ყოფილი თავმჯდომარე, ექს-პრეიზდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი.

კახა კოჟორიძე - იურისტი, საია–ს ყოფილი თავმჯდომარე, ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი,

ლევან ბოძაშვილი - იურისტი, ყოფილი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

დეა მეტრეველი - წიგნის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი,

თეონა დოლენჯაშვილი - მწერალი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი,

საბა ბუაძე - იურისტი,

გია გუგუშვილი - სამხატვრო აკადემიის რექტორი,

ლევან კობახიძე - იურისტი,

თინა მამულაშვილი - "ბაკურ სულაკაურის" გამომცემლობის დირექტორი,

ქეთი მატაბელი - მხატვარი,

მაია ჩიკვაიძე - მხატვარი,


შეგახსენებთ, რომ ახალი მოძრაობის, "ლელოს" პრეზენტაცია დღეს ანაკლიაში გაიმართა. ხაზარაძემ განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სფეროში წარმატებულ 12 ლიდერს ეძებს.
Print
ბოლო სიახლეები