20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სამივე პირი პატიმრობაში რჩება
20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სამივე პირი - ილია მემანიშვილი, მორის მაჩალიკაშვილი და გოგი ქურდოვანიძე კვლავ პატიმრობაში რჩება.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.


დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

ადვოკატებმა ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებმა ბრალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაც დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ ისინი თავს დამნაშავედ არ სცნობდნენ.

ბეჟან ლორთქიფანიძეს კი  მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. მან სასამართლო სხდომაზე დაკავებული პირების გათავისუფლება ითხოვა და განაცხადა, რომ როგორც თავად არ მიემალა გამოძიებას, ასევე ისინი არ მიიმალებიან.
Print
ბოლო სიახლეები