პარლამენტის ქალმა წევრებმა უნდა გამოხატონ თავიანთი აღშფოთება-ბოკუჩავამ ბესელიას სოლიდარობა გამოუცხადა (ვიდეო)
პარლამენტის ქალმა წევრებმა უნდა გამოხატონ თავიანთი აღშფოთება- ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ გააკეთა და  ეკა ბესელიას სოლიდარობა გამოუცხადა. მან ასევე მოუწოდა სხვა ქალ პარლამენტარებს იგივე გააკეთონ.

"ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი. არ შეიძლება, კონტექსტიდან ამოვგლიჯოთ და სრულიად ემოციებისგან დაცლილი ყოფნა ვთხოვოთ ნებისმიერ დეპუტატს. თქვენ უნდა მოუწოდებდეთ ნებისმიერ დეპუტატს, თავი შეიკავოს ასეთი ამორალური განცხადებებისგან.ეს არის ამორალური ქმედება და მას შეიძლება მოჰვეს ისეთი ქმედებები, რაც არ შეეფერება პარლამენტის კომიტეტის სხდომას, მაგრამ არც უნდა იყოს გასაკვირი. თქვენ ძალიან ცალმხრივად განიხილავთ მომხდარს. მეორე მხარესაც უნდა შევხედოთ, რომ როგორც წესი, ისეთი ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლი, რისი მსხვერპლიც იყო და დღესაც გახდა ქალბატონი ეკა ბესელია, როგორც წესი, არიან სწორედ ქალები.

ამიტომ, აქ მსხდარმა პარლამენტის ქალმა წევრებმა უნდა გამოხატონ თავიანთი აღშფოთება მომხდართან დაკავშირებით, გამოუცხადონ სოლიდარობა ქალ პარლამენტის წევრს, პოლიტიკოსს, რომ არცსხვა ქალებს შეეშინდეთ პოლიტიკური საქმიანობა. იმიტომ რომ, დიახ, ბიძინა ივანიშვილი იყენებს ყოველგვარ ბინძურ მეთოდს, რომ ებრძოლოს განსხვავებულ აზრს, თუნდაც საკუთარი გუნდის ყოფილ წევრს" - განაცხადა ბოკუჩავამ.


Print
ბოლო სიახლეები