"ქალი მამისხელა კაცს გასაწირად იმეტებს" - მარიამ კუბლაშვილი თამთა თოდაძეზე
"ქალი მამისხელა კაცს გასაწირად იმეტებს"-ეს განცხადება დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა On.ge-სთან გააკეთა. 

"დისკომფორტი არ მაქვს, როცა ქალი ადამიანს იმეტებს იმისთვის, რომ საკუთარი ნების განსახორციელებლად გაწიროს მამის ხელა კაცი. დააბრალოს ის, რაც მას ნამდვილად არ ჩაუდენია, დაესხას თავს და შემდეგ თავი მსხვერპლად წარმოაჩინოს, მე არ მიმაჩნია, რომ ამ ქალის წინაშე რაიმე სახის უხერუხლობა უნდა მქონდეს" - აღნიშნა ადვოკატმა.

თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს მისი ბიუროს თანამშრომელი თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურამ თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი გუშინ მიანიჭა და საკრებულოს დეპუტატს კი ბრალი წარუდგინა. თამთა თოდაძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" იცავს.
Print
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook
რეკლამა


რეკლამა