"ციხეში თუ წახვალთ ძალიან დამავალებთ"-ირმა ინაშვილი გიგა ბოკერიას

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება.

"ვეროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ შეკითხვებს ზაზა თავაძეს "პატრიოტთა ალიანსის" წევრები უსვამენ.

თავაძესთან შეკითხვების დასმამდე შეკამათება მოხდა გიგა ბოკერიასა და ირმა ინაშვილს შორის.  ინაშვილის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ  "ევროპული საქართველოს" წევრებმა დარბაზი მას შემდეგ დატოვეს დროებით, რაც "პატრიოტებისთვის" განკუთვნილი დრო დაიწყო.


"ბატონო გიგა, ნუ მომისმენთ საერთოდ არ მაქვს პრეტენზია, საერთოდ პოლიტიკიდანაც თუ წახვალთ ციხეში ძალიან დამავალებთ, მოვა ეგ დროც ძალიან მალე გარწმუნებთ"-მიმართა ინაშვილმა "ევროპული საქართველოს" დეპუტატს.
Print
ბოლო სიახლეები