ქუთაისის აეროპორტში "მეტადონის" შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
ქუთაისი აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის კანონდარღვევით შემოტანის ფაქტი აღიკვეთა.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის გ.დ.-ს კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი - ,,მეტადონი“ (72 გრამი) გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა" - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print
ბოლო სიახლეები