"ივანიშვილი ზებრასაც გაიყვანს უზენაესის თავმჯდომარედ ამ პარლამენტში, არათუ ამ შარიკოვ თადუმაძეს" - უგულავა
"ივანიშვილი ზებრასაც გაიყვანს უზენაესის თავმჯდომარედ ამ პარლამენტში, არათუ ამ შარიკოვ თადუმაძეს"-"ევროპული საქართველოს" ერთ ერთი ლიდერი გიგი უგულავა პარლამენტში გუშინდელ ხმაურიან მოსმენას გამოეხმაურა.

"ნუ ვიქნებით უმადურ/უგუნურები. ივანიშვილი ზებრასაც გაიყვანს უზენაესის თავმჯდომარედ ამ პარლამენტში, არათუ ამ შარიკოვ თადუმაძეს. ღმერთმა შეარგოს. მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა? {ა.წერეთელი}. გავუშვებთ ბიძინას და უდიპლომობა "უვადო თადუმაძის" გაძევების სამართლებრივი საფუძველი იქნება. განა ეს არაა პოზიტივი. სხვა დიპლომირებულ იდიოტებს რა უნდა ვუყოთ, ეგა თქვით თქვენ" - წერს გიგი უგულავა.
Print
ბოლო სიახლეები