როგორ გავხადოთ სახლი უფრო მყუდრო
ზოგჯერ მცირე დეტალები და ცვლილებებიც საკმარისია იმისათვის, რომ სახლი უფრო მყუდრო გახდეს. ნუ დაიზარებთ, მიეცით გასაქანი ფანტაზიას და შესაძლოა მცირე დანახარჯებით თქვენი ბინა სწრაფად შეიცვალოს.

მოიშორეთ თავიდან 3 ნივთი სახლის ყოველ ზონაში: საძინებელში, მისაღებში, სამზარეულოში, კაბინეტში და ა.შ.


გაარჩიეთ და თვალს მოაფარეთ ერთმანეთში ჩახლართული ტელევიზორის, კომპიუტერის ან სხვა ტექნიკის კაბელები, რომლებიც ერთი შეხედვით თითქოს არაფერს აშავებს, მაგრამ გარკვეულ დისკომფორტს ქმნის.


განაახლეთ ტექსტილი: პლედები, გადასაფარებლები, ბალიშები ან საწოლის თეთრეული. ეს მნიშვნელოვნად განაახლებს ინტერიერს.

შექმენით დამატებითი სიმყუდროვე სამზარეულოში ნატურალური საფენებით ბამბისგან ან სელისგან.

გადაასხით ჭურჭლის სარეცხი სითხე სპეციალურ ჭურჭელში, რომელიც თქვენი სამზარეულოს ინტერიერს შეეფერება.

დაამატეთ ბინის ინტერიერს სიმწვანე: ჩადეთ ქოთანში ყვავილები ან ოთახში სახლის მცენარეები განათავსეთ.შეიძინეთ თიხის ქოთნები ან დეკორატიული სადგამები, რომლითაც მარტივი და ლამაზი კომპოზიციების შექმნა შეიძლება.





დაამატეთ ინტერიერს უფრო მეტი ნატურალური მასალები: ხე, სელი, ქვა, მეტალი. მაგალითად ბამბუკის სკამი, მაგიდა ან თარო.

გააფორმეთ კედლები სხვადასხვა ზომის ნივთებისგან შექმნილი კომპოზიციებით. გამოიყენეთ სარკეები, ნახატები, პოსტერები, პატარა თაროები, ჩარჩოები.



დაუმატეთ ატმოსფერული განათება გირლიანდების ან სანთლების სახით. ისინი სახლში მყუდრო გარემოს ქმნიან.


ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების!

Print
ბოლო სიახლეები