მეცნიერებმა ახალი შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომლის არსებობა დაუჯერებელია
ჩინელმა ასტრონომებმა ჩვენს გალაქტიკაში შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომლის არსებობა ვარსკვლავური ევოლუციის არცერთ თეორიაში არ ჯდება. მისი მასა “ზღვრულ დასაშვებობას“ მინიმუმ ორჯერ აღემატება.
საოცარი ობიექტი, რომელმაც LB-1–ის სახელწოდება მიიღო დედამიწიდან 15 ათასი სინათლის წელიწადით არის დაშორებული და ვარსკვლავური მასის შავ ხვრელებს მიეკუთვნება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის ყოფილი ვარსკვლავი, რომელმაც მისი თერმობირთვული საწვავი ამოწურა და საკუთარი გრავიტაციის ზემოქმედებით მკვეთრად შეიკუმშა.
თუმცა გრავიტაციული კოლაფსის დროს ვარსკვლავი ფეთქდება და თავისი მასის დიდ ნაწილს კარგავს, ამიტომაც არსებული გათვლებით, რომლებიც ასეთი შეკუმშვის შედეგებს ეყრდნობა, შავი ხვრელი შეიძლება მზეზე 20–ჯერ და მეტჯერ უფრო მძიმე იყოს.

LB-1–ის მასა მზისას დაახლოებით 70–ჯერ აღემატება და მეცნიერები ვერაფრით ხსნიან, ეს რანაირად არის შესაძლებელი.

“ასეთი მასის მქონე შავი ხვრელები ჩვენს გალაქტიკაში საერთოდ არ უნდა არსებობდეს. ყოველ შემთხვევაში, ვარსკვლავების ევოლუციის დღემდე არსებული და მიღებული მოდელების მიხედვით. ის ორჯერ მეტს იწონის, ვიდრე საერთოდ შესაძლებელია. ახლა თეორეტიკოსებს მოუწევთ ბევრი იშრომონ, რათა გაარკვიონ, როგორ მოხდა მისი ფორმირება“ – ამბობს პროფესორი ლიუ ცხიფენი, კვლევის ერთ–ერთი ავტორი.

ჯერჯერობით ჩინელ მეცნიერებს ორი ძირითადი თეორი აქვთ:
პირველი იმაში მდგომარეობს, რომ LB-1 არა ერთი ვარსკვლავის გრავიტაციული კოლაფისის შედეგად, არამედ ორი, ნაკლებად მასიური შავი ხვრელის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა, რომელთა არსებობა შესაძლოა დამკვიდრებული მოდელების მიხედვით აიხსნას.

მეორე თეორიის მიხედვით აფეთქების შემდეგ გამოტყორცნილი მატერიის დიდი ნაწილი გარკვეული მიზეზების გამო ვარსკვლავურმა ქარმა არ წაიღო, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, არამედ უკან, ვარსკვლაზე დაეცა და ის შავ ხვრელად გადააქცია. თეორიულად ასეთი რამ შესაძლებელია, თუმცა დღემდე ასტრონომები ასეთ მოვლენას პრაქტიკაში არ შეხვედრიან.

უნდა აღინიშნოს, რომ LB-1 ყველაზე დიდი შავი ხვრელი არ არის. ის უბრალოდ მის კატეგორიაში ყველაზე მასიურია. ზემასიური შავი ხვრელი შესაძლოა მზეზე მილიარდჯერ უფრო მძიმე იყოს, თუმცა ასეთი შავი ხვრელების ფორმირების მექანიზმის სრულიად განსხვავებულია.


Print
ბოლო სიახლეები