იტალიაში პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე დაობენ
იტალიის ხელისუფლებაში მყოფი პოპულისტები ბევრ საკითხზე ვერ თანხმდებიან, მათ შორის პროსტიტუციის ლეგალიზაციის საკითხზე – წერს ბლუმბერგი.

სადაო თემებს შორის არის ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურა, იმიგრაცია, რეგიონალური ავტონომიის საკითხები და ბორდელები.

პარტია “ჩრდილოეთის ლიგის“ ლიდერი და ამავე დროს შინაგან საქმეთა მინისტრი, მატეო სალვინი აცხადებს, რომ არ არის წინააღმდეგი თუ “დახურული სახლების“ (ასე უწოდებენ იტალიაში ბორდელებს) ლეგალიზაცია მოხდება. “ეს ბიზნესი მაფიას უნდა წავართვათ, და სექსმუშაკები ქუჩიდან მოვაშოროთ. ეს სწორი იქნებოდა “– განაცხადა მან, თუმცა ამავე დროს დააზუსტა, რომ მის თვალსაზრისს მხარს არ უჭერენ პარტნიორები მმართველი კოალიციიდან – “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ წევრები. როგორც სალვინი ამბობს, პროსტიტუციის ლეგალიზაცია მთავრობის დღის წესრიგში მხოლოდ იმიტომ არ დგას, რომ “მოძრაობას“ ამ თემაზე განსხვავებული აზრი აქვს. პარტიები კიდევ ბევრ სხვა საკითხზე ვერ თანხმდებიან – ბიუჯეტი, გაზსადენი, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა და ა.შ.

იტალიაში პროსტიტუცია 1958 წელს აიკრძალა კანონით პროსტიტუციის რეგლამენტირების გაუქმების შესახებ და სხვა პირთა სექსუალურ ექსპლუატირებასთან ბრძოლის შესახებ. მაშინ ქვეყანაში ბევრი ბორდელი დაიხურა, თუმცა მას შემდეგ ისინი ეგრეთწოდებულ ნაცრისფერ ზონაში გადავიდნენ. წინა მთავრობების მცდელობები პროსტიტუცია მთლიანად აეკრძალათ ან მისი დარეგულირების მექანიზმები შემოეღოთ წარუმატებელი აღმოჩნდა

2018 წელს იტალიაში საპარლამენტო არჩევნვები ჩატარდა, რომლის შედეგად უმრავლესობა ევროსკეპტიკოსებმა და პოპულისტებმა მოიპოვეს. არჩევნების შედეგებმა ევროკვშირის ქვეყნები კავშირის მომავალზე ჩააფიქრა. არჩევნებზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა პარტიამ ““ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა . „ჩრდილოეთის ლიგამ“, რომელიც ანტიმიგრანტულ პოლიტიკას უჭერს მხარს და რომელიც ყოფილი პრემიერმინისტრის, ბერლუსკონის პარტიასთან, “წინ იტალიასთან“ და ნაციონალისტურ “იტალიის ძმებთან“ ერთად მემარჯვენე ცენტრისტულ კოალიციაში შედის, 17.3 % დააგროვა.

Print
ბოლო სიახლეები