მეცნიერებმა პომიდვრის კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს
ამერიკელმა მეცნიერებმა ტაფტსის უნივერსიტეტიდან პომიდვრის კაროტიდული პიგმენტის – ლიკოპინის კიდევ ერთი თვისება აღმოაჩინეს. მას შეუძლია ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების, კიბოს და ანთების რისკის შემცირება. ამის შესახებ სპეციალური სამედიცინო პორტალი MedicalXpress იუწყება.

მკვლევარებმა შეძლეს დაედგინათ, რომ ლიკოპინი სასარგებლო მიკროფლორის დონის აწევას იწვევს, რომელიც მრავალფეროვან მიკროორგანიზმებს შეიცავს. ეს მიკროორგანიზმები იმ ბაქტერიების ზრდას თრგუნავენ, რომლებიც ანთებას იწვევს.

გარდა ამისა, მნიშვნელოვნად მცირდება ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების და სიმსივნის ალბათობა. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ცალკე აღებული ლიკოპინი ორგანიზმზე არანაირ გავლენას არ ახდენს. ეს ნივთიერება თავის ეფექტურობას მხოლოდ იმ სასარგებლო მიკროელემენტებთან ერთად ავლენს, რომლებსაც პომიდორი შეიცავს. ლიკოპინი არის პიგმენტი, რომელიც ნაყოფის შეფერილობას განსაზღვრავს. ადამიანის ორგანიზმში ლიკოპინს ანტიოქსიდანტური ფუნქცია აქვს.


Print
ბოლო სიახლეები