ქვეყნები, სადაც კანიბალიზმი ისევ არსებობს
ტურისტულ მეგზურებში მოგზაურებს ბევრ საფრთხეზე აფრთხილებენ, რომლებიც შესაძლოა სხვადასხვა ქვეყანაში ელოდეთ. თუმცა კანიბალიზმის შესახებ ტურისტებს არავინ აფრთხილებს. არადა კანბიალიზმი ზოგიერთ ქვეყააში ისევ არსებობს და კარგი იქნება ამის შესახებ ყველამ იცოდეს. მაშ ასე, 7 ქვეყაა, სადაც ზოგიერთი ტომი კვლავ ინარჩუნებს ადამიანების ჭამის ტრადიციას:

1. სამხრეთ–აღმოსავლეთ პაპუა–ახალი გვინეა
კოროვაის ტომი დედამიწაზე ერთ–ერთი უკანასკნელია, რომელიც ადამიანის ხორცს რეგულარულად მიირთმევს. ისინი მდინარის გასწვრივ ცხოვრობენ და იყო შემთხვევები, როცა მათ აქ შემთხვევით მოხვედრილი ტურისტები შეჭამეს. ადამიანის ჯერ კიდევ თბილი ტვინი ტომის წევრებს ნამდვილ დელიკატესად მიაჩნიათ. როცა ამ ტომის წევრები ცხადი და აშკარა მიზეზის გარეშე (დაავადებით, ან სიბერით) იღუპებიან, ისინი ამას შავ მაგიას აბრალებენ და იმისათვის, რომ დანარჩენები უბედურებისგან დაიცვან, ადამიანი უნდა შეჭამონ. ასეთია მათი წეს–ჩვეულება. 1961 წელს ნიუ იორკის გუბერნატორის, ნელსონ როკფელერის ვაჟი, მაიკლ როკფელერი ამ ტომის შესახებ არტეფაქტების შეგრვებისას გაქრა. მისი ცხედარი დღემდე არ უპოვნიათ.

2. ინდოეთი



ჩრდილოეთ ინდოეთში მცხოვრები ინდუისტური სექტა აგხორი იმ მოხალისეების სხეულს ჭამს, რომლებიც საკუთარ ორგანოებს მემკვიდრეობით უტოვებს. ამის მიუხედავად, 2005 წელს ინდოეთის ტელევიზიის წარმომადგენლებმა გამოძიება ჩაატარეს და გაარკვიეს, რომ ეს სექტა ხრწნად გვამებსაც ჭამს და კრემატორიუმიდან ადამიანის ორგანოებსაც იპარავს. იგხორები თვლიან, რომ ეს ადამიანის ორგანიზმის დაბერებას უშლის ხელს. ისინი ადამიანის ძვლებისგან და თავის ქალისგან საიუველირო სამკაულებსაც ამზადებენ.
3. ფიჯი



ადრე ის “კანიბალების კუნძულის“ სახელით იყო ცნობილი. დღემდე ადგილობრივი მაცხოვრებლები ვერ ახერხებენ წესრიგის დამყარებას და კვლავ არიან ისეთები, რომლებიც ადამიანის ხორცს ჭამენ. თუმცა არა ყველას, არამედ მხოლოდ მტრული ტომების წარმომადგენლებისას. ადამიანის ხორცის ჭამა მათთვის შურისძიების რიტუალია.

ფიჯის კუნძულზე მცხოვრები კანიბალები სულაც არ არიან ველურები – ისინი ადამიანის ხორცს დანა–ჩანგლით მირთმევენ და მსხვერპლისგან დარჩენილი ნივთების კოლექციონირებასაც ეწევიან. პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიის და ანთროპოლოგის მუზეუმში ასეთი კოლექციების ნიმუშები შეგიძლიათ იხილოთ.


4. ბრაზილია


ამ ქვეყანაში მცხოვრები ვარის ტომი კეთილშობილი და რელიგიური მიცვალებულების ცხედრებს 1960 წლამდე ჭამდა, იმ დრომდე, ეს ტომი უცნობმა მისიონერებმა თითქმის მთლიანად არ ამოწყვიტეს. ამის მიუხედავად ოლინდის ქოხმახებში 1994 წლიდან სიღატაკის დონე იმდენად მაღალია, რომ პერიოდულად კანიბალიზმის შემთხვევები ისევ იფეთქებს ხოლმე. ამის მიზეზი ამ შემთხვევაში სიღატაკე და შიმშილია.

2012 წელს მკვლევარებმა ადგილობრივების გამოკითხვა ჩაატარეს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ესმით ხმები, რომლებიც მათ ამა თუ იმ ადამიანის მოკვლას კარნახობენ.

5. დასავლეთ აფრიკა



აქტიურ კანიბალთა საზოგადოება Leopard, გასული საუკუნეშიც ინტენსიურად ჭამდა ადამიანებს. 1980–იან წლებამდეც კი სიერა–ლეონეს, ლიბერიის და კოტ–დ ივუარის მიმდებარე ტერიტორიებზე ადამიანის ნარჩენებს პოულობდნენ. ეს ტომი ლეოპარდის ტყავის სამოსს ატარებს და შუბებით არის შეიარაღებული.

ტომის წარმომადგენლები თვლიან, რომ ადამიანის ხორცის ჭამის შედეგად უფრო ძლიერები და სწრაფები იქნებიან. მათ მიმდევრებიც ყავთ, თემი სახელწოდებით Human Alligator, რომელიც იგივე საქმიანობით არის დაკავებული.

6. კამბოჯა



ჟურნალისტ ნილ დევისის ინფორმაციით კანიბალიზმი კამბოჯის რეგიონებში სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში ომების პერიოდში, გასული საუკუნის 60–იან და 70–იან წლებში განვითარდა. ამჟამად კანიბალიზმის შემთხვევები აქ იშვიათია. კანიბალიზმის მოტივი აქ სამხედრო რიტუალია – მტრის ღვიძლის შეჭმა.


7. კონგო



კონგოში ადამიანის შეჭმის ბოლო შემთხვევები არც ისე შორეულ წარსულში – 2012 წელს დაფიქსირდა. თავის მაქსიმუმს კი კანიბალიზმმა ამ ქვეყანაში 1998-2002 წლებში, სამოქალაქო ომის დროს მიაღწია.

ომის დროს ამბოხებულთა დაჯგუფებები თვლიდნენ, რომ მტერი უნდა შეჭამო. განსაკუთრებით მისი გული, რომელსაც სპეციალური ბალახების საშუალებით ამზადებდნენ. მათ დღემდე ჯერათ, რომ მტრის გულის შეჭმა ადამიანს განსაკუთრებულ ძალას მატებს.


Print
ბოლო სიახლეები