ღამის კლუბში მოცეკვავე ბილ გეითსის ვიდეომ ინტერნეტი დაიპყრო
63 წლის მილიარდერმა, ბილ გეითსმა შაბათ–კვირა მეუღლისგან მოშორებით მხიარულად გაატარა. გოგოების და დაცვის გარემოცვაში მან ღამის კლუბში რიტმულ კომპოზიციებზე დიდხანს იცეკვა.
ვიდეო პლანეტის ერთ–ერთ ყველაზე მდიდარი ადამიანის მონაწილეობით ინტერნეტით გავრცელდა. ბეჯითი მეოჯახე და მოკრძალებული ცხოვრების წესის მიმდევარი ბიზნესმენი მაიამის ღამის კლუბში გულიანად ერთობა. ის აქ სრულიად საპატიო მიზეზით აღმოჩნდა. მაიამიში ბილ გეითსი 22 წლის ქალიშვილის, ჯენიფერის მხარდასაჭერად ჩავიდა, რომელიც ცხენოსნობის პრესტიჟულ შეჯიბრებაში მონაწილეობდა.

პარასკევს მაიკროსოფთის დამფუძნებელი სასტუმრო Delano South Beach–ი შენიშნეს. საღამოს 11 საათისთვის კი თანმხლებ პირებთან ერთად ღამის კლუბ LIV–ში გადაინაცვლა.

აქ მილიარდერისთვის მაგიდა იყო დაჯავშნული, რომელსაც მეგობრებთან ერთად მიუჯდა. მას თან ახლდა ხუთი მშვენიერი გოგონა. ვახშმის შემდეგ ბიზნესმენი საცეკვაო მოედანზე გავიდა. გაოგნებულმა კლუბის სტუმრებმა მისი ცეკვის კადრები გადაიღეს.

იმ დროის განმავლობაში, სანამ ბილ გეითსი ერთობოდა, მის უსაფრთხოებას მრავალრიცხოვანი დაცვა იცავდა. პირადმა მცველებმა ბოსს მოზრდილი წრე შემოარტყეს, რათა საცეკვაო სივრცე დაეტოვებინათ. ღამის კლუბი მილიარდერმა ღამის პირველი საათისთვის დატოვა.

ბილ გეითსი უკვე 25 წელია მელინდა ფრენჩზეა დაქორწინებული . წყვილს სამი შვილი ყავს. მილიარდერის მეუღლე აქტიურად არის დავებული ქველმოქმედებით და პლანეტის ყველაზე გავლენიანი ქალების რიცხვში შედის. ბილ გეითსის ქონება ბოლო მონაცემებით 90 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. წლების მანძილზე მან ქველმოქმედებაზე 28 მილიარზე მეტი დახარჯა.



Print
ბოლო სიახლეები