ვარსკვლავები, ვისაც ცელულიტი აშკარად ეტყობათ და არც მალავენ
მითი იმის შესახებ, რომ ცელულიტი მხოლოდ მსუქანი ქალების პრობლემაა, დიდი ხანია გაქარწყლდა. ექიმებიც არ იღლებიან იმის მტკიცებით, რომ ცელულიტი და სტრიები არა ნაკლი, არამედ ქალის ორგანიზმის თავისებურებაა. მაგრამ ამის მიუხედავად ქალები ცელულიტის გამოჩენას მაინც განიცდიან და მუდმივ ბრძოლას აწარმოებენ ეგრეთწოდებულ “ფორთოხლის კანთან“.

თუმცა იმ ვარსკვლავებს, რომლებსაც ახლა წარმოგიდგენთ სულაც არ აკომპლექსებს ცელულიტი და ამის გამო ფეხების გამოჩენას არ ერიდებიან. იქნებ დროა მათ მივბაძოთ და “ბუნებასთან ბრძოლას“ თავი გავანებოთ? მოკლედ, ცელულიტი გამხდრებსაც აქვთ, სრულიად პრიალა სხეული კი ძირითადად ფოტოშოფით დამუშავებულ ფოტოებზე გვხვდება. ასე რომ, ქალბატონებო, გადახედეთ ჩვენს სიას და მოიშორეთ კომპლექსები.

ვუდი ალენის მარადი მუზის და ჰოლივუდის სექს სიმბოლოს, სკარლეტ იოჰანსონის სხეულზე ცელულიტის შემჩნევა ძნელი არ არის. თუმცა ვის აინტერესებს? ის მაინც საოცნებო ქალად რჩება.

ძალიან მკვეთრად გამოხატული ცელულიტი აქვს როზი ჰანთინგტონ–უაითლის, თუმცა ამის მიუხედავად თავს მშვენივრად გრძნობს მოკლე შორტებში და არ კომპლექსდება.

უმკაცრესი დიეტის და დაუსრულებელი ვარჯიშის მიუხედავად ჯენიფერ ლოპესმა ვერა და ვერ შეძლო ცელულიტის დამარცხება, რომელიც მას ბავშვების გაჩენის შემდეგ გაუჩნდა.

ბეიქ ლაივლის გრძელი და იდეალური ფეხები ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა თუ ახლოდან დააკვირდებით, აშკარად დაინახავთ ცელულიტს.




ჯესიკა ალბა უკვე ორი შვილის დედაა, თუმცა შესანიშნავი ტანი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ცელულიტიც აქვს და სტრიებიც.

ჰოლივუდელი ქერა გოგო რიზ უიზერსპუნი არ მალავს საკუთარ ცელულიტს, არც შორტებს ერიდება და არც საცურაო კოსტუმს.



უმა თურმანს მშვენიერი აღნაგობა აქვს. ის სამი შვილის დედაა. სიგამხდრის მიუხედავად ცელულიტი მასაც გაუჩნდა.


შვილის გაჩენის შემდეგ ჰოლი ბერის დუნდულების მიდამოებში სტრიები გაუჩნდა, თუმცა ამის მიუხედავად ისევ იცვამს მოკლე შორტებს და ბიკინს.



Victoria’s Secret–ის ანგელოზები მართლაც იდეალური გარეგნობით გამოირჩევიან. მათ შორის ყოფილი “ანგელოზი“, იზაბელ გულარი. მას კვლავ იდეალური სხეული აქვს, თუმცა მცირე რაოდენობით ცელულიტი დუნდულებთან მასაც ემჩნევა.


რიანა, რა თქმა უნდა, გამხდარი არ არის, მაგრამ სიაში მაინც ჩავრთეთ. მომღერალს მოშიშვლებული სასცენო სამოსი უყვარს და არც მკაფიოდ გამოხატულ ცელულიტს მალავს.

Print
ბოლო სიახლეები