ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ბოლოს და ბოლოს ნამდვილად დაშორდნენ
33 წლის მოდელი ირინა შეიკი და 44 წლის მსახიობი ბრედლი კუპერი ოთხწლიანი ურთიერთობების შემდეგ დაშორდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა People –მა გაავრცელა. წყვილი, რომელიც უკვე ცალ–ცალკე ცხოვრობს ფიქრობს, როგორ გაიყონ ორი წლის ქალიშვილზე მეურვეობა.

შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკის და ბრედლი კუპერის რომანი 2015 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ მათ გოგონა ლეა შეეძინათ. როგორც ინსაიდერები ამბობენ, განხეთქილება წყვილს რამდენიმე თვის წინ ჰქონდა და დაშორების შესახებ განცხადების გაკეთებას ჯერ კიდევ ფილმ “ვარსკვლავის დაბადების“ გამოსვლამდე აპირებდნენ, რომელიც კუპერის სარეჟისორო დებიუტია.

მათ გადაწყვიტეს დაშორება გადაედოთ, რადგან მაშინ ბრედლის კარიერაში დიდი აღმასვლის პერიოდი დაწყო და
ნებისმიერ მსგავს მოვლენას შესაძლოა ყურადღება სხვა თემაზე გადაეტანა– ამბობს ინფორმირებული წყარო.

კარგა ხნის მანძილზე ისინი თავს ყველას ისე აჩვენებდნენ, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. თუმცა მათი დაშორების შესახებ ჭორები მუდმივად ვრცელდებოდა.

ჭორის ახალი ტალღა ოსკარის ცერემონიალის შემდეგ გავრცელდა, როცა ბრედლი კუპერმა ლედი გაგასთან ერთად სცენაზე სიმღერა Shallow შეასრულა. მაშინ ბევრს მოეჩვენა, რომ მსახიობს და მომღერალს ერთმანეთის მიმართ გრძნობები ჰქონდათ. თუმცა ლედი გაგა კუპერთან რომანის შესახებ ჭორებს უარყოფდა.

შეიკის და კუპერის წარმომადგენლები ჯერჯერობით წყვილის დაშორების შესახებ ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებენ.


Print
ბოლო სიახლეები