პრინცმა ჰარიმ და მეგანმა ბავშვისთვის ახალი ძიძა აიყვანეს. წინა გაიქცა
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, მეგან მარკლმა შემცვლელი მოუძებნეს ძიძას, რომელმაც ორკვირიანი მუშაობის შემდეგ სამსახური დატოვა. დასავლური მედიის ცნობით ერთი თვის არჩისთვის წყვილმა ახლი ძიძა აიყვანა. ძიძას ნორმირებული სამუშაო დღე ექნება, არ მოუწევს ღამის გათევა ფროგმორის კოტეჯში, სადაც ოჯახი ცხოვრობს. არ იმუშავებს შაბათ–კვირას.

ბრიტანული Daily Mail სამეფო ოჯახის შესახებ წიგნის ავტორზე, კეტი ნიკოლზე დაყრდნობით წერს, რომ ძიძა იძულებული გახდა ხელი მოეწერა კონფიდენციალობის შესახებ მკაცრი ხელშეკრულებისთვის. ამასთან, ის გაათავისუფლეს ღამის გამოძახებების ვალდებულებისგან, რადგან ღამით მეგანი ბავშვს თვითონ უვლის და რამდენჯერმე დგება, რომ აჭამოს.

ნიკოლის მტკიცებით სასექსის ჰერცოგის მიეუღლე ჯერჯერობით არ ჩქარობს მშობიარობის შემდეგ ფორმაში ჩადგომას და სპორტდარბაზს არ სტუმრობს. პირველად მშობიარობის შემდეგ მეგანი 8 ივნისს დედოფალ ელისაბედის საპატივსაცემო ოფიციალურ ზეიმზე გამოჩნდა.

ბრიტანულ მედიაში მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მეგანის ხასიათს სამეფო ოჯახის მომსახურე პერსონალი ვერ უძლებს და მათი ნაწილი სამსახურს ტოვებს. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ერთ–ერთი ძიძია გაექცა. სწორედ გამოთავისუფლებული ვაკანსია დაიკავა ახალმა ძიძამ.

ვარაუდობენ, რომ მეგანი დეკრეტულ შვებულებას შემოდგომაზე დაასრულებს და პროტოკოლით გათვალისწინებული ოფციალური უფლებამოვალეობების შესრულებას შეუდგება. პირველ რიგში ის ორკვირიანი ვიზიტით ქმართან და შვილთან ერთად აფრიკაში წავა. ოფიციალური ვიზიტების გარდა მას ახალი როლის მოსინჯვაც მოუწევს. ყოფილი მსახიობი ბრიტანული Vogue–ს სექტემბრის ნომრის რედაქტორად არის მიწვეული. ნომრის ძირითად თემებს ის შეარჩევს და რამდენიმე სტატიასაც დაწერს. გარდა ამისა, სასექსის ჰერცოგების სახლში ჟურნალისთვის ფოტოსესიაც გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებენ თუ არა ფოტოსესიაში მონაწილეობას მისი ქმარი და შვილი.
Print
ბოლო სიახლეები