სერხიო რამოსმა სევილიურ მამულში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა
მადრიდის რეალის მცველმა და ესპანეთის საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელმა, 33 წლის სერხიო რამოსმა ცოლად 41 წლის ტელეწამყვანი, პილარ რუბიო მოიყვანა. წყვილი უკვე შვიდი წელია ერთად არის და სამ შვილს ზრდის.

საქორწილო ცერემონიალი სევილიის საკათედრო ტაძარში გაიმართა. სტუმართა შორის იყო არაერთი ვარსკვლავი, მათ შორის დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, ჟერარ პიკე, შაკირა. სულ ცერემონიალს 500 ადამიანი ესწრებოდა.

ტაძრიდან სტუმრებმა სევილიასთან მდებარე რამოსის მამულში გადაინაცვლეს, სადაც დიდი წვეულება გაიმართა. ფეხმბურთელმა ცოლს ავსტრალიური როკ ჯგუფის, AC/DC–ს კონცერტი “აჩუქა“. საკუთარი საქორწინო წვეულებაზე ჯგუფის მიწვევა რამოსს მილიონი ევრო დაუჯდა.

ვიქტორია ბექჰემმა ინსტაგრამზე ქორწილში ქმართან ერთად გადაღებული ფოტო დადო.
Print
ბოლო სიახლეები