მამის დღეს პრინცმა უილიამმა და ჰარიმ შვილების ფოტოები გამოაქვეყნეს
მამის დღეს, რომელიც 16 ივნისს დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში აღინიშნება, პრინცმა ჰარიმ და მეგანმა თვენახევრის შვილის, არჩის ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნეს. სეფიას სტილში გადაღებული ფოტო წყვილის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა. ეს არის პატარა პრინცის პირველი ფოტო გახელილი თვალებით. ფოტოს თან ერთვის წარწერა: “ბედნიერი მამის დღე! ვუსურვებთ სიხარულით სავსე პირველ მამის დღეს სასექსის ჰერცოგს!“

კემბრიჯის ჰერცოგმა უილიამმა კი მამის დღეს ტვიტერზე საკუთარი ფოტოები გამოაქვეყნა – ერთი უმცროს შვილთან, ლუისთან, მეორე კი მამასთან – პრინც ჩარლზთან ერთად.


Print
ბოლო სიახლეები