დევიდ ბექჰემი შვილის კოცნის გამო ინტერნეტში თავდასხმების ობიექტი გახდა
დევიდ ბექჰემი უკვე არაერთხელ გახდა ინტერნეტში სიძულვილის ფრქვევის მოყვარულთა თავდასხმის ობიექტი იმის გამო, რომ მის 7 წლის ქალიშვილის, ჰარპერს საჯაროდ აკოცა ტუჩებში. თუმცა ფეხბურთელი სიყვარულის ამგვარ გამოხატვაში ცუდს ვერაფერს ხედავს და იგივეს აკეთებს. გუშინაც, ინგლისის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ კვლავ აალაპარაკა საზოგადოება.

ჰარპერთან ერთად ის ქალთა შორის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩს დაესწრო ინგლისისა და ნორვეგიის ნაკრებებს შორის, რომელიც ფრანგულ ქალაქ ჰავრში გაიმართა. ფოტოგრაფებმა როგორც კი სტუმრებს შორის ბექჰემი შენიშნეს, რა თქმა უნდა მაშინვე ობიექტივში მოაქციეს და თავად თამაშზე მეტი ფოტო მგონი მათ გადაუღეს. ამგვარად, კიდევ ერთხელ გადაიღეს მამა–შვილის კოცნის მომენტი.

უნდა აღინიშნოს, რომ ამჯერად ინტერნეტ მომხმარებელთა უმრავლესობამ ბექჰემს მხარი დაუჭირა.

“როგორ უყვარს შვილი! კაცები ასეთი ალერსიანები უნდა იყვნენ შვილების მიმართ!“

“68 წლის ვარ და ჩემს ქალიშვილს ისევ ტუჩებში ვკოცნი. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.“

“რა შესანიშნავი, სუფთა, ტკბილი კოცნაა! არაფერია მშობლისა და შვილის სიყვარულზე უფრო სუფთა და ლამაზი“– წერენ ინტერნეტ მომხმარებლები.



თავად ბექჰემმა ამ თემაზე კომენტარი წარსულში გააკეთა და თქვა, რომ ყველა შვილს ასე კოცნის, გარდა უფროსი ვაჟის – 19 წლის ბრუკლინისა.

“ბრუკლინის შემთხვევაში შეიძლება ასეთი კოცნა უცნაურად გამოიყურებდეს და უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს. დანარჩენებს ასე ვეფერები. ძალიან ალერსიანი მამა ვარ. ასე იყო მიღებული ჩემს ოჯახში. ვიქტორიას ოჯახშიც. ჩვენც ასე ვიქცევით ჩვენს შვილებთან“ – უპასუხა დევიდმა კრიტიკას.

სხვათა შორის, ინგლისელმა ფეხბურთელებმა გუშინდელ მატჩში გაიმარჯვეს, შესაბამისად დევიდმა და ჰარპერმა სტადიონი შესანიშნავი განწყობით დატოვეს.

Print
ბოლო სიახლეები