ელიზაბეტ ტეილორის ზურმუხტისფერი კაბრიოლეტი ნახევარ მილიონ დოლარად გაიყიდა
მსახიობ ელიზაბეტ ტეილორის გარდაცვალებიდან რვა წლის შემდეგ მისი პირადი ნივთები აუქციონზე იყიდება. ამჯერად მისი ლეგენდარული ავტომობილი – როლს როლისის კაბრიოლეტი გაიყიდა. ვარსკვლავმა ის მეოთხე ქმრისგან მიიღო საჩუქრად. აშშ–ში გამართულ აუქციონზე მყიდველმა ავტომობილში 520 000 დოლარი გადაიხადა. მანქანის ახალმა მფლობელმა ანონიმად დარჩენა ამჯობინა.

ავტომობილის უჩვეულო ფერი თავად ელიზაბეტმა შეარჩია. მას მეოთხედ გათხოვებისას ზურმუხტისფერი კაბა ეცვა.

მსახიობმა სიკვდილის შემდეგ მისი ქონების განკარგვის უფლება კრისტის აუქციონს დაუტოვა. აუქციონზე უკვე გაიყიდა მისი კაბები და ძვირფასი სამკაულები. ელიზაბეტ ტეილორს მრავალფეროვანი და საინტერესო პირადი ცხოვრება ქონდა. ის რვაჯერ გათხოვდა, აქედან ორჯერ რიჩარდ ბერტონზე.

Print
ბოლო სიახლეები